სოხუმის აეროპორტიდან რეისები რუსეთის შვიდ ქალაქში შესრულდება – ბჟანია

სოხუმის განახლებული აეროპორტიდან რეისები ს შვიდ ქალაქში შესრულდება. ამის შესახებ “რია ნოვოსტის” ს დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განუცხადა.
„აეროპორტის გახსნის შემდეგ ვგეგმავთ, ფრენები, რუსეთის, დაახლოებით, შვიდ ქალაქში შესრულდეს. ვფიქრობთ, რომ ეს პირველივე წლიდან ნაკადს, მინიმუმ, 50%-ით გაზრდის,“ – აცხადებს ბჟანია.
ის მიმართულებებს არ აკონკრეტებს, თუმცა რუსული მედია ამ ქალაქებად მოსკოვს, სანქტ-პეტერბურგს, ეკატერინბურგს, ნოვოსიბირსკს, ყაზანს, სოჭსა და კრასნოდარს ასახელებს.
მოსალოდნელია, რომ რუსული ავიაკომპანიები, ამ რეისების შესრულების შემთვხევაში, დასავლური სანქციების ქვეშ აღმოჩნდებიან, რასაც არც ბჟანია გამორიცხავს. კერძოდ, აპრილის ბოლოს მან განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის ამოქმედებამ, შესაძლოა, დამატებითი სანქციები გამოიწვიოს იმ ავიაკომპანიების მიმართ, რომლებიც აფხაზეთში იფრენენ.
„სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისას ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციის გამო სირთულეების წინაშე ვდგავართ. ICAO, რომელიც სახელმწიფოებს შორის საჰაერო მიმოსვლას არეგულირებს და ერთიან წესებს ადგენს, საქართველოს ინიციატივით რეკონსტრუქციის პროექტს ბლოკავს. პროექტი, ასევე, დაბლოკილია ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს მიერ, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი მოკავშირე რუსეთი აეროპორტის აღდგენაში გვეხმარება და მუშაობა გრძელდება,“ – ამბობს ბჟანია.
ცნობისთვის: აეროპორტის რეკონსტრუქციას რუსული კომპანია, „ინფრასტრუქტურული განვითარება“ ეწევა, რომლის თანამფლობელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის შვილი, რაშიდ ნურგალიევ-უმცროსია. ეს კომპანია კრემლმა გასული წლის 10 ივლისს, სპეციალურად სოხუმის აეროპორტის მშენებლობისთვის დააფუძნა. რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროექტში ინვესტიციები 12 მლრდ რუბლს, ანუ ამჟამინდელი კურსით, 135 მლნ დოლარამდე შეადგენს.
წყარო: bpn.ge