სოჭში შტორმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11,8 ათასი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 11 სახლი დაზიანდა კვირას ღამით სოჭში მოვარდნილი ქარიშხლის შედეგად. შტორმმა ქალაქში მოგლიჯა ხეები და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, როს გამოც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 11,8 ათასი ადგილობრივი მცხოვრები.
ქარიშხალმა და ძლიერმა წვიმებმა ქალაქის ცენტრში მეწყერი გამოიწვია, რამაც მთავარი წყალმომარაგების სისტემა დააზიანა. რამდენიმე ქუჩა წყალმომარაგების გარეშე დარჩა. ადგილობრივი ხელისუფლება იქ სასმელი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს.

შტორმით გამოწვეული საფრთხის გამო, სოჭის აეროპორტში მინიმუმ 18 რეისი გადაიდო. ხალხი რამდენიმე საათს ატარებს აეროპორტებში და ელოდება თვითმფრინავის აფრენის ნებართვას.
ნომებრის ბოლოს შტორმი თავდა დაატყდა საქართველოს სანაპიროსაც ბათუმში, სადაც დააზიანა ს ბულვარის ინფრასტრუქტურა. წყალმა დატბორა ახალი ბულვარის საფეხმავლო ნაწილი და ნინოშვილის ქუჩის მნიშვნელოვანი ნაწილი.
შავ ზღვაზე ძლიერი შტორმის გამო ასეულობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო ს მიერ ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში. ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, 500-მდე ადამიანია ევაკუირებული დატბორილი ტერიტორიებიდან ევპატორიასა და სევასტოპოლში.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სასაცილოა, რომ რასა იუკნევიჩიანე მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოპოზიციას მოუწოდებდა არჩევნებში მონაწილეობისკენ და მეორე დღეს, შეიტანა შესწორება და მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში – ოპოზიცია ერთი დიდი აგენტურაა და რა სცენარში ჩაჯდებიან, მათი პატრონების გადასაწყვეტია