სოც.ქსელში ნახვების დასაგროვებლად, თვითმფრინავის განზრახ ჩამოგდებისთვის “იუთუბერი” დააპატიმრეს

“იუთუბერ” ტრევორ ჯეიკობს ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მან ვიდეოზე ნახვების დასაგროვებლად თვითმფრინავი განზრახ ჩამოაგდო და შემდეგ ამერიკელ გამომძიებლებს ამის შესახებ მოატყუა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
30 წლის ტრევორ ჯეიკობმა ავიაკატასტროფის ვიდეო 2021 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა. მისი თქმით, ეს უბედური შემთხვევა იყო. ის თვითმფრინავიდან ე.წ. სელფის ჯოხით ხელში გადმოვარდა და მიწაზე პარაშუტით დაეშვა.
“ჯეიკობმა ეს დანაშაული, სავარაუდოდ, სოციალური მედიისა და ახალი ამბების გაშუქების მიზნით საკუთარი თავისთვის და ფინანსური სარგებლის მისაღებად ჩაიდინა“, – თქვა ორშაბათს კალიფორნიის ფედერალურმა პროკურორმა.
მედია წერს, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ჯეიკობსმა დანაშაული აღიარა.
ვიდეომ წაშლამდე თითქმის სამი მილიონი ნახვა დააგროვა.