სოციალურ ქსელში უკრაინის საჰაერო ძალების მიერ ჩამოგდებული რუსული Іл-22М-ს ფოტო გამოჩნდა. ფოტოზე ჩანს, რომ ბომბდაშენს სერიოზულად აქვს დაზიანებული გვერდითა ნაწილი და სტაბილიზატორი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ადასტურებს, რომ მათმა საჰაერო ძალებმა ორი მნიშვნელოვანი რუსული სამხედრო თვითმფრინავი – მზვერავი A-50 და ბომბდამშენი Іл-22М – ჩამოაგდეს.
როგორც BBC წერს, რუსული სამხედრო წყაროები ადასტურებენ ამ ინფორმაციას და განმარტავენ, რომ Іл-22М-მა შეძლო უსაფრთხოდ დაეშვა, მიუხედავად დაზიანებისა, ხოლო რუსული A-50 თვითმფრინავისა და მისი ეკიპაჟის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.ა
აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.