სოციალურ ქსელში მარნეულიდან ძაღლზე ძალადობის კადრები გავრცელდა | შსს-ს ცნობით, ბრალდებული დაკავებულია

ხმაური იყო წუხელ გვიან ღამით მარნეულის პოლიციის სამმართველოსთან, სადაც მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი ძაღლზე ძალადობაში ბრალდებული პირის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვდნენ.
ძაღლზე ძალადობის კადრები სოციალური ქსელით გავრცელდა. შემთხვევა სოფელ გაჩაღანში მოხდა. ვიდეოში ჩანს, რომ კაცი ცხოველს სასტიკად სცემს ჯოხით. არსებული ინფორმაციით, ცხოველი მოკვდა.
პოლიციის განცხადებით, დაწყებულია გამოძიება და უკვე დაკავებულია პირი, რომელმაც მარნეულში ძაღლზე იძალადა.