სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თუ როგორ გაანეიტრალა საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელი (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თუ როგორ გაანეიტრალა საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელი.
პენსილვანიაში, სადაც მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო.
დონალდ ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.
-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც -ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო.
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელის ვინაობა დაასახელა.
„გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოავლინა თომას მეთიუ კრუკსი [20 წლის], როგორც სუბიექტი, რომელიც მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში. მომხდარი რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად“, – განაცხადეს უწყებაში.

ასევე დაგაინტერესებთ