სოციალურ ქსელებში ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული იერიშების პირველი ფოტოები ვრცელდება

სოციალურ ქსელებში ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული იერიშების პირველი ფოტოები ვრცელდება | გავრცელებული, ამ დროისთვის ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ირანის რამდენიმე ირანელი მაღალჩინოსანი განადგურდა, მათ შორის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პირველი პირები
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ირანის სამხედრო, მათ შორის, ბირთვულ ობიექტებს დაარტყა. პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ნატანზში, ირანის ურანის გამდიდრების ძირითად ობიექტზე თავდასხმა განახორციელეს: “ჩვენ ასევე დავარტყით ირანის წამყვან ბირთვულ მეცნიერებს, რომლებიც ბომბების შექმნაზე მუშაობენ და ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ბირთვს წარმოადგენდნენ”
პარალელურად, თავდასხმის შესახებ წერს ირანული მედიაც – მათი ინფორმაციით, აფეთქებების ხმები ისმის ირანის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ისპაჰანში, ქერმანშაჰსა და არაკში. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის დარტყმებმა ირანის ბალისტიკური რაკეტების საწყობებიც გაანადგურა

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?