„სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ თავმჯდომარის განცხადებით, მათი თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების გამო, პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, კოლექტიური დავა დაიწყეს

„სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ“ თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების გამო, პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, კოლექტიური დავა დაიწყო.
როგორც „სოციალური მუშაკთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ, სოფო ხვთისიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სააგენტოს 11-მა ადამიანს შეატყობინეს, რომ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან დაკავებულ თანამდებობებზე მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდნენ.
მისი თქმით, სავარაუდოდ, აღნიშნული გადაწყვეტილება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება.
„გაერთიანება „სოციალურ მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა“ დღეს დაიწყო თავისი წევრების განცხადების საფუძველზე კოლექტიური დავა მათ დამსაქმებელთან, კერძოდ, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელაღსრულებათა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან. დავის საფუძველი იყო რამდენიმე დღის წინ სოციალური მუშაკების გათავისუფლების შემთხვევა. სრულიად მოულოდნელად შეატყობინეს დაახლოებით, 11 ადამიანს, მათ შორის არიან სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, მედიატორები, რომ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ვეღარ შეძლებდნენ დაკავებულ თანამდებობებზე მუშაობას. ეს არის თავიდანვე უკანონო.
ვფიქრობთ, ეს უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ჩვენ მარშიც დავაორგანიზეთ, პეტიციაც გავაკეთეთ, რომელსაც 300-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, რომ ემიჯნებიან ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევას. ასევე მოვითხოვდით ახალი ს ჩანიშვნას და პატიმრების გათავისუფლებას. პროფესიული კავშირის მოთხოვნაა გათავისუფლებულები აღდგნენ და სხვებსაც გაუფორმდეს უვადო ხელშეკრულება, რომ აღარ იყოს მანიპულაციის საკითხი,“ – განაცხადა ხვთისიაშვილმა.