ფეიქბუქგვერდი ჩვენი ერთმორწმუნე ძმები აქვეყნებს გიორგი ტუმასიანის პოსტს, რომელაც უცვლელად გთავაზობთ:
დაიწყო უმნიშვნელოვანესი პროცესი: სომეხმა ერმა და სომხეთის ხელისუფლებამ დაიწყეს სომხური ეკლესიის განთავისუფლება კგბ-სგან. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია ცხადია.
რამდენიმე წუთის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განცხადება გააკეთა:
“თუ აღმოჩნდება, რომ გარეგინ II-მ მართლაც დაარღვია უქორწინებლობის აღთქმა და შვილი ჰყავს, ის ვერ იქნება ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი, რადგან სადავო ფაქტის არსებობის მომენტიდან, მას არ შეეძლო ყოფილიყო უქორწინებელი მღვდელი.
ამას ვაცხადებ ყველას პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისადმი სრული პატივისცემით, მაგრამ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს არ შეიძლება ჰქონდეს ასეთი პირადი ცხოვრება.
ამ საკითხს ვაყენებ, როგორც სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი, რადგან ვხედავ სულიერი უსაფრთხოების საკითხს, ამას ასევე ვამბობ, როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, რადგან ვხედავ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხს.
წმინდა ეჯმიაწინის მთავარმა საკათედრო ტაძარმა უნდა დააფიქსიროს პოზიცია ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც განხორციელდება საკითხის შემდგომი განმარტება.”
გუშინ ნიკოლ ფაშინიამა განაცხადა:
“სომხეთის რესპუბლიკას გადამწყვეტი ხმა უნდა ჰქონდეს ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის არჩევნებში.
კათოლიკოსის თანამდებობის კანდიდატებმა უნდა გაიარონ წარსულის შემოწმება.
ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს.”
შარშან პატრიაქტი გარეგინ II-ს მხარდაჭერით ტავუშის ეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ცდილობდა რევოლუციის ორგანიზებას სომხეთში და პრემიერობა უნდოდა. ვერ მოახრხა.
ახლა ფსბ-ში რუსებს აზრად მოუვიდა და რამდენიმე დღის წინ სომხეთის წინა, რუსულმა ხელისუფლებამ დაიწყო გაჟღერება იმისა, რომ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II უნდა გახდეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.
ეს გახდა ბოლო საკვანძო არგუმენტი, რათა დაწყებულიყო დროული პრევენცია უდიდესი საფრთხის მქონე რუსული გეგმის, კათოლიკოსის პრემიერობა, სომხეთის რელიგიურ არა-სახელმწიფოდ გადაქცევა. მოკლედ, რუსებს ასეთი იდეებიც აქვთ. ქრისტიანური ირანი და ეგაა.
სომეხი ერი ბრძენია. პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს აქვს სომხების ტოტალური მხარდაჭერა ჩაატაროს “რუის-ურბნისის კრების” სომხური ვერსია.
გიორგი ტუმასიანის პოსტი.