სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის, 2023-24 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 6 მარტიდან, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის, 2023-24 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები ან არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.
„გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში (არაუმეტეს 1125 ლარი) 50%, 70% ან 100% დაფინანსება. განცხადებების მიღება გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ თბილისის მერიის ვებ-გვერდს: www.Tbilisi.gov.ge“,- განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ