სოფო ჯაფარიძე – ჩვენ გპირდებით უსაფრთხო გარემოს, ღირსეულ ქვეყანას, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაჩქარებული ტემპით შევა ევროკავშირსა და ნატოში

ჩვენ გპირდებით ისეთ ქვეყანას, სადაც დილას დედას, რომელიც შვილს აცილებს სკოლაში, არ მოუწევს ფიქრი, მისი შვილი დარჩება თუ არა მშიერი, ჩვენ გპირდებით უსაფრთხო გარემოს, ღირსეულ ქვეყანას, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაჩქარებული ტემპით შევა ევროკავშირში და ნატოში. 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ერთიანობით, იმ ადამიანთან ერთად, რომელმაც საქართველოში პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა – მიხეილ სააკაშვილთან ერთად, აუცილებლად მოვიპოვებთ ჩვენი ქვეყნისთვის ევროპულ კეთილდღეობას, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე მ ვასო გოძიაშვილის პარკში (წითელი ბაღი) ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, 26 ოქტომბერს ამომრჩევლებს მარტივი არჩევანის გაკეთება უწევთ.
“ჩვენ ძალიან ხშირად ვამბობთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, რომ არჩევანი არის ძალიან მარტივი: სიღატაკე იზოლაციაში თუ კეთილდღეობა ევროპაში და ეს მართლაც ასეა – ჩვენ ძალიან მარტივი არჩევანი უნდა გავაკეთოთ.
გპირდებით, რომ ხელისუფლების შეცვლისთანავე ჩვენ გპირდებით, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის მდგომარეობა გაუმჯობესდება;
გპირდებით, რომ ქვეყანაში აღარ იქნება ბავშვი, რომელსაც ეშიება; გპირდებით, რომ დავაბრუნებთ ემიგრაციიდან ჩვენს ღირსეულ ემიგრანტებს – ადამიანებს, რომლებიც მოწყვეტილი არიან თავიანთ ოჯახებს და 24 საათის განმავლობაში შრომობენ, რომ არჩინონ თავიანთი შვილები და პენსიონერი მშობლები, თავიანთი ოჯახის წევრები;
ჩვენ გპირდებით, რომ დასაქმებულებს ექნებათ ღირსეული, ევროპული ანაზღაურება, ჩვენს მოხუცებს კი ექნებათ ღირსეული პენსია და მხრებზე ტვირთად არ დააწვებათ საპენსიო სესხები;
გპირდებით, რომ სტუდენტებს, რომლებსაც უწევთ იმაზე ფიქრი, როგორ იქირაონ ბინები, ეს პრობლემა მოეხსნებათ და მათ არ მოუწევთ ამაზე ფიქრი, რადგან ნებისმიერ სტუდენტს შეეძლება ბინის დაქირავება სახელმწიფო სუბსიდიის მეშვეობით და ამას გარდა, აშენდება უამრავი საერთო საცხოვრებელი.
გპირდებით, რომ აუცილებლად ისევ გავამყარებთ მჭიდრო ურთიერთობას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და სტრატეგიულ მოკავშირეებთან, რაც შესაბამისად, ნიშნავს ახალ ინვესტიციებს, დახმარების ახალ პაკეტებს, რომლებიც სამწუხაროდ, “‘ქართული ოცნების” პირობებში შეჩერებულია;
გპირდებით, რომ საქართველოს დავუბრუნებთ განვითარების იმ ტემპს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა, თავის გუნდთან ერთად, ჩაუყარა საფუძველი;
ჩვენი კოალიცია გპირდებათ, რომ გექნებათ ქვეყანა, საიდანაც არათუ გარბიან მოქალაქეები, საიდანაც არათუ გაქცევა უწევთ ადამიანებს, არამედ ღირსეული, წარმატებული, საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი საამაყო თანამემამულეები დაბრუნდებიან როგორც ეს მოხდა 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა ათეულ ათასობით ადამიანი დაბრუნდა და ჩაერთო ქვეყნის მშენებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში;
ჩვენ გპირდებით ისეთ ქვეყანას, სადაც დილას დედას, რომელიც შვილს აცილებს სკოლაში, არ მოუწევს ფიქრი, მისი შვილი დარჩება თუ არა მშიერი; ჩვენ გპირდებით უსაფრთხო გარემოს, ღირსეულ ქვეყანას, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაჩქარებული ტემპით შევა ევროკავშირში და ნატო-ში.
“ქართული ოცნება” დღეს ჯიუტად ცდილობს წაშალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ს კვალი ქვეყნის წარმატებაში, მაგრამ ეს მას არ გამოუვა. დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ხელისუფლება ასამართლებს პოლიტიკურ ლიდერს, რომელმაც სახელი გაითქვა მსოფლიოში სწორედ კორუფციასთან ყველაზე წარმატებული ბრძოლით.
26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ერთიანობით, ერთად დგომით, ადამიანთან ერთად, რომელმაც საქართველოში პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა – მიხეილ სააკაშვილთან ერთად, აუცილებლად მოვიპოვებთ ჩვენი ქვეყნისთვის ევროპულ კეთილდღეობას”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ვასო გოძიაშვილის პარკში (წითელი ბაღი) “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მ ღონისძიება – “კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე იზოლაციაში” გამართეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ