სოფო ჯაფარიძე – ჩვენ გამარჯვებამდე დარჩა სულ რამდენიმე დღე – 26 ოქტომბერს ჩვენ ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას

ჩვენ გამარჯვებამდე დარჩა სულ რამდენიმე დღე, წარმოუდგენელია ის გამარჯვების მუხტი, რასაც თქვენგან ვგრძნობ ყოველ წუთს – დიახ, 26 ოქტომბერს ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, ერთად ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რომელსაც საქართველოს და ქართველი ხალხის გამარჯვება ჰქვია , – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მ ისნისა და სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.
სოფო ჯაფარიძის თქმით, 26 ოქტომბერს ქვეყანა აირჩევს ევროპულ კეთილდღეობას.
„მოგესალმებით ჩემო უსაყვარლესო თბილისელები, ჩემო უსაყვარლესო ისნელებო, სამგორელებო. ძალიან მიყვარხართ, მადლობა პირველ რიგში დღევანდელი დღისთვის და მადლობა იმ სითბოსთვის, სიყვარულისთვის, რასაც თქვენგან ვიღებ ყოველდღიურად, ყოველწუთიერად და ყოველწამიერად.
ჩვენ გამარჯვებამდე დარჩა სულ რამდენიმე დღე, წარმოუდგენელია ის გამარჯვების მუხტი, რასაც თქვენგან ვგრძნობ ყოველ წუთს. დიახ, 26 ოქტომბერს ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, ერთად ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რომელსაც საქართველოს და რომელსაც ქართველი ხალხის გამარჯვება ჰქვია.
ჩვენ სულ მალე, სულ რამდენიმე დღეში აუცილებლად აქ ვიდგებით ადამიანთან ერთად, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანა. ადამიანთან, რომელმაც მსოფლიოს გააცნო საქართველო, რომელმაც საქართველო სამაგალითო გახადა მსოფლიოსთვის, როგორც ყველაზე წარმატებული მებრძოლი ქვეყანა კორუფციასთან, რომელმაც მსოფლიოს გააცნო საქართველო, როგორც ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა. ჩვენი ქვეყნის მესამ პრეზიდენტი, საამაყო ადამიანი სულ მალე იქნება ჩვენთან ერთად.
სანამ აქ მოვიდოდი, რამდენიმე საათის წინ ვიყავი ახალგაზრდებთან შეხვედრაზე. შევხვდი ძალიან ბევრ სტუდენტს და არ შემიძლია არ გითხრათ ერთი ულამაზესი გოგოს, ანას ისტორია, რომელმაც მითხრა, რომ ორი წლის წინ ჩაირიცხა უნივერსიტეტში, 24 საათის განმავლობაში შრომობს, წვალობს იმისათვის, რომ ბინის ქირა გადაიხადოს, მაგრამ დღეს ანას უწევს სწავლის შეწყვეტა, რადგან გაძვირებული ფასების გამო ის ვეღარ ახერხებს არა თუ ქირის გადახდას, არამედ ყოველდღიური ხარჯებისთვის 300 ლარი ხელფასი იმყოფინოს. ეს იყო უმძიმესი მოსასმენი და მე მინდა თქვენთან ერთად ანას დავპირდეთ, რომ ანა აუცილებლად გააგრძელებს სწავლას, მისნაირ ახალგაზრდებთან ერთად ექნება ღირსეული მომავალი და მინდა, რომ ერთად ამ ახალგაზრდებს ეს დავპირდეთ.
26 ოქტომბერს ჩვენ ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, ჩვენ ვირჩევთ ჩვენი უძვირფასესი პენსიონერებისთვის ბედნიერ სიბერეს, მშვიდ სიბერეს და არა ისეთში, როგორშიც დღეს ისინი არიან, რომ ყოველი მომავალი დღის ეშინიათ. დიახ, თბილისი ირჩევს ევროპას, თბილისი ირჩევს ევროპულ კეთილდღეობას და დიახ, 26 ოქტომბერს ყველა ერთად აუცილებლად ვიზეიმებთ გამარჯვებას.
თინას [ბოკუჩავა] დავესესხები სიტყვებში და ვიტყვი, რომ დღევანდელი დღე ნათელი მაგალითია გამარჯვების, და მადლობა თინას ამ ყველაფრისთვის, რომ ვართ ასეთი ძლიერები, ვართ ამდენი. მართლაც გამორჩეულად ძლიერები ვართ, ამიტომ გვესხმის ყველაზე მეტად თავს „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი, მაგრამ ვერასოდეს ვერ შეგაშინეს თქვენ, ვერ მოგისყიდეს, ვერ გაგაჩერეს და დიახ, თქვენ ხართ ჩვენი ღერძი, ჩვენი მთავარი დასაყრდენი და თქვენთან ერთად ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
დღეს ხელისუფლება ყველაზე მეტად დაშორებულია ხალხს, ივანიშვილს სძულს ქართველი ხალხი. მისი მთავარი მიზანია საქართველო ქართველი ხალხის გარეშე, მაგრამ ის ამას ვერ ეღირსება.
და ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს უძვირფასეს ემიგრანტებს. 24 საათის განმავლობაში ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ არცერთი მათი ხმა არ დაიკარგოს. მადლობა ამისთვის, მადლობა გათენებული ღამეებისთვის. მე ყველაზე კარგად ვიცი, თუ რამდენს წვალობდით, რომ ასეთი წარმოუდგენელი შედეგი დაგედოთ და დიახ, თქვენი ხმა ემიგრანტებო, ამ არჩევნებში იქნება გადამწყვეტი“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არჩევანი ძალიან მარტივია – ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, ერთ მხარეს დგას ომი, მეორე მხარეს – მშვიდობა, სახეების დონეზეც აბსოლუტურად არაქართული, არაევროპული კონტიგენტია შეკრებილი რადიკალურ ოპოზიციაში