სოფო ჯაფარიძე – შემოვივლით საქართველოს, ავუხსნით, რამდენად დიდი მნიშვნელობის არჩევნები იქნება 26 ოქტომბერს – ეს იქნება დღე, როდესაც გადაწყდება ქვეყანა იქნება ევროპული თუ წავა რუსეთში

26 ოქტომბერს გადაწყდება ჩვენი ქვეყანა იქნება ევროპული თუ წავა რუსეთში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ მ განაცხადა.
როგორც მან ზუგდიდში ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ დაუშვებს, რომ საქართველო „გაარუსონ“.
„ჩვენი ტურნე გრძელდება, ახლა ჩემთვის ძალიან საყვარელ სამეგრელოში ვიმყოფები, სადაც ხედავთ, რა განწყობაა ხალხში, ხედავთ, როგორ გვხვდებიან, ხედავთ, როგორი ერთიანობის მუხტია. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ერთიანობითა და ერთსულოვნებით, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით გვხვდება. შემოვივლით მთელ საქართველოს, შევხვდებით ყველას, ავუხსნით, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობის არჩევნები იქნება 26 ოქტომბერს. ეს იქნება დღე, როდესაც გადაწყდება ჩვენი ქვეყანა იქნება ევროპული თუ წავა რუსეთში. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყანა გაარუსონ. აუცილებლად, ერთხელ და სამუდამოდ, 26 ოქტომბერს ჩვენ ქვეყანას დავაყენებთ ევროპულ გზაზე და ასეთი ერთსულოვნებით, ერთიანობის სულისკვეთებით გამარჯვებას ვიზეიმებთ“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ