– შემოვივლით საქართველოს, ავუხსნით, რამდენად დიდი მნიშვნელობის არჩევნები იქნება 26 ოქტომბერს – ეს იქნება დღე, როდესაც გადაწყდება ქვეყანა იქნება ევროპული თუ წავა რუსეთში

26 ოქტომბერს გადაწყდება ჩვენი ქვეყანა იქნება ევროპული თუ წავა რუსეთში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ მ განაცხადა.
როგორც მან ზუგდიდში ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ დაუშვებს, რომ საქართველო „გაარუსონ“.
„ჩვენი ტურნე გრძელდება, ახლა ჩემთვის ძალიან საყვარელ სამეგრელოში ვიმყოფები, სადაც ხედავთ, რა განწყობაა ხალხში, ხედავთ, როგორ გვხვდებიან, ხედავთ, როგორი ერთიანობის მუხტია. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ერთიანობითა და ერთსულოვნებით, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით გვხვდება. შემოვივლით მთელ საქართველოს, შევხვდებით ყველას, ავუხსნით, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობის არჩევნები იქნება 26 ოქტომბერს. ეს იქნება დღე, როდესაც გადაწყდება ჩვენი ქვეყანა იქნება ევროპული თუ წავა რუსეთში. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყანა გაარუსონ. აუცილებლად, ერთხელ და სამუდამოდ, 26 ოქტომბერს ჩვენ ქვეყანას დავაყენებთ ევროპულ გზაზე და ასეთი ერთსულოვნებით, ერთიანობის სულისკვეთებით გამარჯვებას ვიზეიმებთ“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – არ მახსენდება, ასე ადრე, სპეციალურად გამოეშვათ ადამიანი ციხიდან, რომ კადრები არ არსებობდეს, როგორ ტოვებს საპყრობილეს – ეს მიუთითებს, ე.წ. ხელისუფლება რეალობისგან რამდენად არის მოწყვეტილი და გასული მომსახურების ზონიდან

ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობელი ვარ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის – მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩეს