სოფო ჯაფარიძე – შემოვიარეთ, პრაქტიკულად, მთელი თბილისი, მივდივართ ყველგან და განწყობა არის ასეთი – 26 ოქტომბერს ჩვენ ვიმარჯვებთ!

ჩემს საყვარელ თბილისელებთან შეხვედრა გრძელდება, შემოვიარეთ, პრაქტიკულად, მთელი თბილისი, მივდივართ ყველგან და განწყობა არის ასეთი: 26 ოქტომბერს ჩვენ ვიმარჯვებთ! – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მ, სამგორის რაიონში ამომრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართველი ხალხი იზოლაციას, სიღატაკეს, უმუშევრობას, მაღალ ფასებსა და დაბალ ხელფასებს უარს ეტყვის.
„ჩემს საყვარელ თბილისელებთან შეხვედრა გრძელდება, შემოვიარეთ, პრაქტიკულად, მთელი თბილისი, მივდივართ ყველგან და განწყობა ყველგან არის ერთი: 26 ოქტომბერს ჩვენ ვიმარჯვებთ, ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, დამატებით – 14 მილიარდიან დახმარებას, რომელიც თბილისელებს, ქართველ ხალხსა და ჩვენს ქვეყანას მოხმარდება. აუცილებლად ჩვენ კიდევ ერთხელ ერთიანობით, 26 ოქტომბერს, სამუდამოდ უარს ვეტყვით იზოლაციას, სიღატაკეს, უმუშევრობას, მაღალ ფასებს, დაბალ ხელფასებს და ამ სრულიად უღირს დამოკიდებულებას, რა დამოკიდებულებაც “ქართულ ოცნებას” ქართველი ხალხის მიმართ აქვს“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ! – ე.წ. საგამოძიებო კომისია არის კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების კონტრრევოლუცია და მისი მიზანია ჩვენი გენეტიკური კოდის გამოცვლა

თეა წულუკიანი – ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა რეალურ შინაარსს შეიძენს და უცხოელი ელჩის აზრი არ იქნება საინტერესო – არცერთი ელჩი, ერთი ორი გამონაკლისის გარდა, პატივს არ სცემდა ჩვენს სუვერენიტეტს

„ნავთლუღის სპეცოპერაციის“ დროს მოკლულის მამამ, მიხეილ ართმელაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ჯალათები უწოდა, თეა წულუკიანმა კი განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ ეს ტერმინი კომისიის დასკვნაში მოხვდება