სოფო ჯაფარიძე – რასაც განათლების სამინისტრო აკეთებს, უკვე ყოველგვარ ზღვარს არის გადასული – დევნიან მასწავლებლებს და დირექტორების კანდიდატებს

დღეს, რასაც განათლების სამინისტრო აკეთებს, უკვე ყოველგვარ ზღვარს არის გადასული. ჩვენ ვხედავთ, როგორ ახდენს სკოლების სრულ პოლიტიზებას, სახელისუფლებო კონტროლს, როგორ დევნიან მასწავლებლებს და დირექტორების კანდიდატებს განსხვავებული, ჯანსაღი, კრიტიკული პოზიციის გამო , – ამის შესახებ ს წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, „მასწავლებლები ისჯებიან იმისთვის, რომ სურთ ევროპა და არა “.
„ჩვენ ვნახეთ ხელისუფლება როგორ დევნიდა პოლიტიკური ნიშნით მასწავლებლებს, მაგრამ დღეს, რასაც განათლების სამინისტრო აკეთებს, უკვე ყოველგვარ ზღვარს არის გადასული. ჩვენ ვხედავთ როგორ ახდენს სკოლების სრულ პოლიტიზებას. სახელისუფლებო კონტროლს, როგორ დევნიან მასწავლებლებს და დირექტორების კანდიდატებს განსხვავებული, ჯანსაღი, კრიტიკული პოზიციის გამო. მე გუშინ შევხვდი ათობით მასწავლებელს, მოვისმინე მათი წუხილი, მათი პრობლემები და ის თუ როგორ დევნის და როგორ ზღუდავს ყოველ ფეხის ნაბიჯზე მათ სისტემა. ჩვენ ფიზიკურად ვერაფერს ვიზამთ ასე, ვერ ვასწავლით მომავალ თაობას თავისუფლებას თუ არ დავიცავით ამ ადამიანების სიტყვის თავისუფლება, თუ არ უზრუნველვყავით ის, რომ სკოლაში მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლად თავიანთი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. ახლაც და მომავალშიც ვიდგები მათ გვერდით, ვიბრძოლებ ბოლომდე თითოეული მათგანის დასაცავად, თქვენი სიტყვის თავისუფლებისთვის. დიახ, მე ვიდგები ამ ადამიანების გვერდით, ამ უდიდესი კომპეტენციის მქონე მასწავლებლების გვერდით, რომლებიც ისჯებიან იმისთვის, რომ მათ სურთ ევროპა, რომლებიც ისჯებიან იმისთვის, რომ მათ არ უნდათ “,-განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა