პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე დაინიშნა.
ჯაფარიძის წარდგენა თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სათავო ოფისში შედგა.
“მეგობრებო, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ნდობისთვის. ალბათ, ყველა კარგად ვაცნობიერებთ, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობის ზუსტად 3 თვე ელოდება ჩვენს ქვეყანას. ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ძალიან დიდი, ძალიან რთული და ძალიან მძიმე ბრძოლა გველოდება წინ. მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ამ ბრძოლას ჩვენ ერთად მივიყვანთ აუცილებლად გარდაუვალ გამარჯვებამდე” – თქვა ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ახლად დანიშნულმა თავმჯდომარემ პარტიის კონფერენციაზე.