სოფო ჯაფარიძე – მიხეილ სააკაშვილი ისჯება ქვეყნის სიყვარულისთვის – ეს არის მორიგი პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, რომელსაც რეალურად, სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს

ეს არის მორიგი პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, რომელსაც რეალურად, სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ს პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ისჯება ქვეყნის სიყვარულისთვის და იმისთვის, რომ მან ყველაფერი გააკეთა ქვეყნის დასავლური კურსის გამო.
„ეს არის მორიგი პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, რომელსაც რეალურად, სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. მიხეილ სააკაშვილი ისჯება ქვეყნის სიყვარულისთვის, იმისათვის, რომ მან ყველაფერი გააკეთა ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსისთვის, მაგრამ 26 ოქტომბრის შემდეგ ეს ყველაფერი აუცილებლად დასრულდება. ჩვენ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც ასე ჭირდება ჩვენს ქვეყანას და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. დამთავრდება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრობა და იზეიმებს სამართალი“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ