სოფო ჯაფარიძე – მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტი გაგრძელდება – მთელი საქართველოს მასშტაბით და დავეხმარებით ყველას, ვისაც ექიმების გვერდში დგომა სჭირდება

მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტი გაგრძელდება, მთელი საქართველოს მასშტაბით და დავეხმარებით ყველას, ვისაც ჩვენი, ამ საოცარი ექიმების გვერდში დგომა სჭირდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე მ განაცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ს ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, ექიმების ჯგუფთან ერთად, მუხიანში იმყოფება და მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციას უწევს.
„ახლა მუხიანში ვიმყოფებით. მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტი გრძელდება. საქართველოში მართლაც საუკეთესო ექიმები მოვიყვანე, რომლებიც აქაურ მოსახლეობას უფასო კონსულტაციას და შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ. ხედავთ, რომ ძალიან ბევრი ხალხია, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და სამწუხაროდ იმის გამო, რომ ფიზიკურად სახსრები არ გააჩნიათ მათ, ისინი ვერ ახერხებდნენ ექიმთან კონსულტაციაზე მისვლას. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტი გაგრძელდება მთელი საქართველოს მასშტაბით და დავეხმარებით ყველას, ვისაც ჩვენი, ამ საოცარი ექიმების გვერდში დგომა სჭირდება“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ