სოფო ჯაფარიძე – მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, ისანში ვიმყოფებით, სადაც ვხედავთ და ვისმენთ, თუ როგორ უჭირს ხალხს

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს ინიციატივით, მოსახლეობისთვის მედიკამენტების უფასოდ მიწოდების კამპანია გრძელდება.
მათივე ცნობით, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მ, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად, თბილისში ისნის რაიონში, მოსახლეობას საჭირო მედიკამენტები მიაწოდა, მოსახლეობას ადგილზე პროფესიონალი ექიმები დახვდნენ, რომლებმაც მოქალაქეებს უფასო კონსულტაცია გაუწიეს.
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, 26 ოქტომბრიდან მოქალაქეებს დასავლური ჯანდაცვის სისტემა ექნებათ და ყველა ადამიანის ჯანმრთელობას, სათანადო ყურადღება მიექცევა.
,,მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, ისანში ვიმყოფებით, სადაც ვხედავთ და ვისმენთ, თუ როგორ უჭირს ხალხს. ვხედავთ, რა მდგომარეობაში არიან ისინი. ისე გადის წლები, რომ ექიმთან კონსულტაციაზე მისვლას ვერ ახერხებენ, რომ თავიანთ ჯანმრთელობას მიხედონ. შესაბამისად ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით. 26 ოქტომბრიდან, აუცილებლად, ამ ჩვენს უძვირფასეს მოქალაქეებს, საქართველოში დასავლური ჯანდაცვის სისტემა ექნებათ, სადაც ყველა ადამიანს სათანადო ყურადღება მიექცევა და მათ აღარ მოუწევთ, რომ ასე ყურადღების მიღმა დარჩეთ თავიანთი ჯანმრთელობა“, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ.
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში, პენსიონერებისთვის შეღავათები გათვალისწინებული არ არის.
“ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ჯანდაცვის სისტემაში, პენსიონერებისთვის შეღავათები გათვალისწინებული არ არის. ჰუმანიტარული დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ავადმყოფებს სწორი გეზი მივცეთ. სრული გამოჯანმრთელება ჩვენ ამ მომენტში, ამ კონსულტაციებით არ შეგვიძლია, მაგრამ, თუნდაც სწორი მიმართულების მიცემა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ესეც ერთ-ერთი გამოხატულებაა საზოგადოების ერთიანობისა და ერთმანეთში მხარში დგომის, იმიტომ, რომ არ შეიძლება მე კარგად ვიყო და გარშემო ბევრი გაჭირვებული იყოს. ცხადია ეს ჩვენს პირად მდგომარეობასაც შეეხება. ერთმანეთს თუ მხარს არ დავუჭერთ და ერთმანეთისას არ გავიზიარებთ, სამწუხაროდ ისე არაფერი არ გამოვა, ძალა ერთობაშია“- განაცხადა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ