სოფო ჯაფარიძე – მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ნიშნავს ბევრ ინვესტიციას, მაღალ ხელფასებს, დაბალ ფასებს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ განვითარებას, რისიც „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტად ეშინია

თუკი ვინმესი ეშინია „ქართულ ოცნებას”, ეს თავისუფალი ა – მინდა მათ ვუთხრა, რომ ვერ შეგვაშინებენ და ვერ გაგვტეხენ. 26 ოქტომბერს ერთიანობით გავიმარჯვებთ და დავასრულებთ ბოროტ რეჟიმს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა.
„ე.წ. საზღვრის კვეთის საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ სრულიად დაუსაბუთებლად და უკანონოდ, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ეს იყო სრული აბსურდი, რომ თითქოს მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი არსებობს. მიხეილ სააკაშვილს არათუ მოწმეებთან კომუნიკაციის, არამედ სატელეფონო კომუნიკაციისა და მასთან დეპუტატების ვიზიტის უფლებაც წართმეული აქვს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ერთხელ პატიმრობა შეფარდებულს, პატიმრობა მიუსაჯონ. დღეს დღეობით ასეთი საქმე ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს.
ასევე გაუგებარი მიზეზით მიხეილ სააკაშვილს პალატა შეუცვალეს, რაც დამატებით კითხვებს აჩენს. ამ ყველაფრის უკან დგას და ასრულებს სწორედ რუსეთის დაკვეთას და დავალებას.
თუკი ვინმესი ეშინია “ქართულ ოცნებას”, ეს თავისუფალი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც მაგალითია იმისა თუ რისი მიღწევა შეუძლია საქართველოს, მაშინ როდესაც ერთიანდება. ზუსტად იციან მათ, როცა ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში იყო, არსებობდა კორუფცია, კრიმინალი და სიღარიბე, მიხეილ სააკაშვილმა ხალხის გაერთიანება შეძლო და რეგიონის ლიდერი საქართველო შექმნა. სწორედ, ამას ვერ პატიობს “ქართული ოცნება” მიხეილ სააკაშვილს.
მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ბევრ ინვესტიციას, სამუშაო ადგილს, მაღალ ხელფასებსა და დაბალ ფასებს ნიშნავს და ყველაზე მნიშვნელოვანი, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ განვითარებას, რისიც ყველაზე მეტად ეშინია „ქართულ ოცნებას”. მათ ზუსტად იციან, რომ მათი ბედი გადაწყვეტილია და სასოწარკვეთილები ყველაფერს აკეთებენ, რომ შეგვაშინონ და გაგვტეხონ. მინდა მათ ვუთხრა, რომ ვერ შეგვაშინებენ და ვერ გაგვტეხენ. 26 ოქტომბერს ერთიანობით გავიმარჯვებთ და დავასრულებთ ბოროტ რეჟიმს”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ