სოფო ჯაფარიძე – კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ივანიშვილს ყველაზე მეტად თუ კი რამის ეშინია, ეშინია თავისუფალი მიხეილ სააკაშვილის

ე.წ. მოსამართლის, მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ როგორ ეშინია „ქართულ ოცნებას“, კონკრეტულად კი, ბიძინა ივანიშვილს თავისუფალი ს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა.
„2024 წლის 2 აგვისტოს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ივანიშვილს ყველაზე მეტად თუ კი რამის ეშინია, ეშინია თავისუფალი მიხეილ სააკაშვილის. მიხეილ სააკაშვილის, რომელიც ზუსტად იცის, რომ როგორც კი თავისუფალი იქნება ქართველ ხალხთან, ის იქნება ადამიანი, რომელიც აუცილებლად შეძლებს, როგორც 2003 წელს შეძლო, კიდევ ერთხელ გააერთიანოს ქართველი ხალხი და ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანოს. კიდევ ერთხელ დაასრულოს ეს სიღარიბე, უმუშევრობა, მაღალი ფასები და შექმნას ისეთი სახელმწიფო, როგორსაც ქართველი ხალხი იმსახურებს. ჩვენ ვნახეთ ორი დღის წინ, როდესაც ე.წ. ახლად დანიშნულმა მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ უკვე პატიმრობა მისჯილ მიხეილ სააკაშვილს როგორ მიუსაჯა ხელახლა წინასწარი პატიმრობა, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას თუ როგორ ეშინია „ქართულ ოცნებას“ და კონკრეტულად ივანიშვილს თავისუფალი მიხეილ სააკაშვილის. ვერ დაგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ, ჩვენ ვივლით წინ. მიხეილ სააკაშვილი 26 ოქტომბრის შემდეგ იქნება თავისუფალი და აუცილებლად ერთად ავაშენებთ დამოუკიდებელ, ევროპულ და დემოკრატიულ საქართველოს“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ