სოფო ჯაფარიძე – კარდენახში მომხდარი „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო შიშის გამოხატვა

ეს იყო შიშის მორიგი გამოხატვა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელსაც თუ რამის ეშინია ყველაზე მეტად, ეშინია ერთიანობის, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მ სოფელ კარდანახში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე კარგად იცის, როგორი ძლიერები ვართ და ქართველი ხალხის როგორი მხარდაჭერა გვაქვს“.
„ეს იყო შიშის მორიგი გამოხატვა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელსაც თუ რამის ეშინია ყველაზე მეტად, ეშინია ერთიანობის. თუ კი ვინმეს ეშინია, ეს არის „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“. მათ ყველაზე კარგად იციან როგორი ძლიერები ვართ, ყველაზე კარგად იციან როგორი მხარდაჭერა გვაქვს ქართველი ხალხის. დღეს, მათ კიდევ ერთხელ დაინახეს, მოვიდნენ და სცადეს ჩვენი შეხვედრის ჩაშლა. უბრალო გამვლელებიც კი გვერდში დაგვიდგნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მათი პროვოკაციისთვის ხელი შეეშალათ, მაგრამ 26 ოქტომბერს მათ ძალადობას, ამ ზიზღის ენას დაესმება წერტილი. აუცილებლად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და გაიმარჯვებს ის ღირსება, რა ღირსებითაც ქართველი ხალხი არის, იყო და იქნება ყოველთვის“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომლის სიტყვასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის ლიდერებს სოფელ კარდანახში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ. ჯანდაცვის მიმართულების მდივანს, ლევან მეტრეველს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის