სოფო ჯაფარიძე – თუ არ ეთანხმები სხვისი ბრძოლის სტრატეგიას, ხელის შეშლას და მის დასუსტებას მაინც ნუ ეცდები – ამ ურთულეს ბრძოლაში საჯარო ლანძღვა კი არა, ერთმანეთის გვერდში დგომა გვჭირდება

თუ არ ეთანხმები სხვისი ბრძოლის სტრატეგიას, ხელის შეშლას და მის დასუსტებას მაინც ნუ ეცდები. ამ ურთულეს ბრძოლაში საჯარო ლანძღვა კი არა, ერთმანეთის გვერდში დგომა გვჭირდება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
ჯაფარიძის განცხადებით, ახლა, როცა ყველაზე მეტი მხარდაჭერა უნდა მობილიზდეს, ერთმანეთის წინააღმდეგ წასვლა და დისკრედიტაცია ყოვლად მიუღებელია.
“ჩვენი ყველას მიზანი, ვინც ამ ბრძოლაში ვართ, მგონია, რომ ერთია – რაც შეიძლება მალე მოვიშოროთ ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელი რეჟიმი და ამ დროს იმ ადამიანების ლანძღვა, ვინც უშიშრად იბრძვის, მცდარიც რომ გეგონოს მისი გზა, უბრალოდ არასწორია. თუ არ ეთანხმები სხვისი ბრძოლის სტრატეგიას, ხელის შეშლას და მის დასუსტებას მაინც ნუ ეცდები.
ახლა, როცა ყველაზე მეტი მხარდაჭერა უნდა მობილიზდეს, ერთმანეთის წინააღმდეგ წასვლა და აქტიური მებრძოლის დისკრედიტაცია არის ყოვლად მიუღებელი. ამ ურთულეს ბრძოლაში საჯარო ლანძღვა კი არა, ერთმანეთის გვერდში დგომა გვჭირდება. ჩვენი ვალდებულებაა, ფოკუსი სწორად გვქონდეს გასწორებული. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ”, – წერს სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია