სოფო ჯაფარიძე თბილისში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე თბილისში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, სოფო ჯაფარიძე ამჯერად კოჯორში მოსახლეობას შეხვდა.
როგორც მან მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, 26 ოქტომბერი გამარჯვების დღე უნდა იყოს, რომ საქართველოში რუსული მმართველობა დასრულდეს და ქვეყანა ევროპის ნაწილი გახდეს.
„ვაგრძელებთ ჩვენს მოქალაქეებთან შეხვედრას. ახლა კოჯორში ვიმყოფებით. ეს არის ადგილი, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელია, რადგან შეიძლება ითქვას, რომ მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული. რამდენიმე დღეა უკვე უამრავ ადამიანს ვხვდები. დღესაც ძალიან ბევრ მოქალაქეს შევხვდი და რაც მთავარია, განწყობა წარმოუდგენლად ერთსულოვანია და ყველანი ერთზე ვთანხმდებით, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპის ნაწილი უნდა იყოს. 26 ოქტომბერს აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დავამარცხოთ. რუსული მმართველობა უნდა დავასრულოთ და ყველამ ერთად ევროპული სახელმწიფო უნდა ავაშენოთ“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ