სოფო ჯაფარიძე – დღეს სამი წელი გავიდა, რაც „ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმი სრულიად უკანონო პატიმრობაში ამყოფებს მიხეილ სააკაშვილს – ის რუსეთს „ქართული ოცნების“ ხელით ოთხ კედელში ჰყავს გამომწყვდეული, მაგრამ არის ისეთი ძლიერი, როგორიც არასოდეს

დღეს სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმი სრულიად უკანონო პატიმრობაში ამყოფებს მიხეილ სააკაშვილს – ის რუსეთს „ქართული ოცნების“ ხელით ოთხ კედელში ჰყავს გამომწყვდეული, მაგრამ არის ისეთი ძლიერი, როგორიც არასოდეს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მ „ვივამედთან“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „26 ოქტომბერს გამარჯვების ძალა გამოიღვიძებს და ჩვენს ქვეყანას დავიხსნით ს მარწუხებისგან”.
„დღეს ზუსტად სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმი სრულიად უკანონო პატიმრობაში ამყოფებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს – მიხეილ სააკაშვილს. ადამიანს, რომელმაც თავი მიუძღვნა საქართველოს აღმშენებლობას; რომელმაც პირველმა აღმართა საქართველოში ევროკავშირის დროშა. ადამიანმა, რომელმაც სრულიად უიმედოდ დარჩენილი, გულაცრუებული, საქართველოდან გადახვეწილი ადამიანები თავიანთ ქვეყანაში დააბრუნა და არა მხოლოდ დააბრუნა, ქვეყნის აღმშენებლობის პროცესშიც ჩართო. ს მმართველობის დროს საქართველო არ ჩამოსულა გავლენიანი და ავტორიტეტული ინსტიტუტების მიერ შედგენილი რეიტინგების სათავეებიდან. სულ საამაყო, სამაგალითო იყო მთელი მსოფლიოსთვის საქართველო, წარმატებული, რეფორმატორი ქვეყანა;
ქვეყანა, სადაც ყველაზე წარმატებით ებრძოდა ხელისუფლება კორუფციას და ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს ისტორიაში პირველმა მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება. დღეს ეს ადამიანი არის აქ [ვივამედში], რუსეთს „ქართული ოცნების“ ხელით ოთხ კედელში ჰყავს გამომწყვდეული, მაგრამ ის დღეს არის ისეთი ძლიერი, როგორიც არასოდეს.
ბოლო დღეების განმავლობაში ბევრ ქალაქში, ჩვენი კოალიციის ლიდერებმა მიხეილ სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გამართეს წიგნის პრეზენტაცია, რომელსაც ჰქვია „ძალის გამოღვიძება“. მე მჯერა, რომ 26 ოქტომბერს სწორედ გამარჯვების ძალა გამოიღვიძებს და ჩვენ ჩვენს ქვეყანას დავიხსნით რუსეთის მარწუხებისგან. ჩვენ დავიწყებთ აქტიურ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან. ჩვენს ქვეყანას დაჩქარებული წესით გავხდით ევროკავშირის ნაწილს და მივიღებთ იმ სიკეთეებს, რასაც იმსახურებენ ჩვენი ღირსეული მოქალაქეები. მათ ექნებათ ღირსეული ანაზღაურება, ღირსეული პენსია, სამუშაო ადგილები, ჩვენს სტუდენტებს აღარ ექნებათ იმაზე ფიქრის და ნერვიულობის დრო, როგორ იქირაონ ბინები, როდესაც ისინი გახდებიან სტუდენტები“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ