სოფო ჯაფარიძე – დღევანდელი სანქციები არის ასიათასობით ადამიანის დამსახურება, რომლებმაც მსოფლიოს დაანახეს ჩვენი უპირობო სვლა ევროპისკენ და „ქართული ოცნების“ რუსული სახე

დღევანდელი სანქციები არის ასიათასობით ადამიანის დამსახურება, რომლებმაც მსოფლიოს დაანახეს ჩვენი უპირობო სვლა ევროპისკენ და ქართული ოცნების რუსული სახე – ოლიგარქს და რუსულ მთავრობას წინ უფრო რთული დღეები ელის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ს პირადი წარმომადგენელი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აქციებმა მთელი მსოფლიო დაარწმუნა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოჯახში დაბრუნებას იმსახურებს.
„დღევანდელი სანქციები არის ასიათასობით ადამიანის დამსახურება, რომელებმაც დაანახეს მსოფლიოს ჩვენი უპირობო სვლა ევროპისკენ და ქართული ოცნების რუსული სახე!
სტუდენტებისა და ლექტორების, ექიმების, ხელოვანების, სამოქალაქო აქტივისტების, ათეულობით დაკავებულის და საშინლად ნაცემი, ძალადობრივად დარბეული აქციის მონაწილეების სიჯიუტემ დაარწმუნა მთელი მსოფლიო, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფლებას, ევროპულ ოჯახში დაბრუნებას!
ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია!
წინ უფრო რთული დღეები ელის ოლიგარქს და რუსულ მთავრობას!
არა რუსულს არაფერს!
კი ევროპას!“, – წერს სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.