სოფო ჯაფარიძე – განწყობა არის საოცრად ამაღლებული, ხალხი ემზადება გამარჯვებისთვის, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ეს რუსული რეჟიმი

განწყობა არის საოცრად ამაღლებული, ხალხი ემზადება გამარჯვებისთვის, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ეს რუსული რეჟიმი, დავასრულოთ სიღარიბე, უმუშევრობა, უპერსპექტივობა. შევხვდით უამრავ ადამიანს და ერთხმად ვთანხმდებით, რომ ერთიანობით ჩვენ ამას შევძლებთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მ განაცხადა.
მისივე თქმით, 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს საზოგადოებამ „რუსული რეჟიმი“ უნდა დაასრულოს“.
„ნაძალადევში შევხვდით მოსახლეობას და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ განწყობა არის საოცრად ამაღლებული, ხალხი ემზადება გამარჯვებისთვის, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ეს „რუსული რეჟიმი“, როდესაც მთელ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ სიღარიბე, უმუშევრობა, უპერსპექტივობა. შევხვდით უამრავ ადამიანს და ერთხმად ვთანხმდებით, რომ ერთიანობით ჩვენ ამას დავასრულებთ და ქვეყანაში იქნება მაღალი ანაზღაურება, ღირსეული სამუშაო ადგილები, ემიგრაციიდან დაბრუნდებიან ჩვენი უძვირფასესი მოქალაქეები და ერთად, ერთ მუშტად შეკრულნი ავაშენებთ ევროპულ ქვეყანას, ისეთ ქვეყანას, როგორიც ააშენა მიხეილ სააკაშვილმა და 12 წლის განმავლობაში ეს მავნებელი ხელისუფლება მხოლოდ იმას აკეთებს, რომ ანგრევს ყველაფერს, რაც შეიქმნა იმ წლებში. შესაბამისად, ვემზადებით გამარჯვებისთვის და იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ ქვეყანა, სადაც ჩვენი მოქალაქეები ისე იცხოვრებენ, როგორც მათ შეეფერებათ”, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ