სოფო ჯაფარიძე – ბრძოლა იქნება უკომპრომისო – დღესაც, ხვალაც, ზეგაც უნდა ვიყოთ ქუჩაში, ერთ მუშტად შეკრულები და 4 ოქტომბერს, კულმინაციურ დღეს, გავაფორმებთ გამარჯვებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იმსახურებს

გამაგრდით პოლიტიკურო ტყვეებო, ლევან, მურთაზ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაძლევთ პირობას, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ბრძოლა იქნება ბოლომდე და რაც მთავარია გამარჯვებამდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ სუს-თან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სოფო ჯაფარიძის თქმით, 4 ოქტომბერს მთელი საქართველო ქუჩაში უნდა გამოვიდეს და ერთ მუშტად შეიკრას.
„რეჟიმი არის შეშინებული, არის სრულ პანიკაში, სრულ ისტერიკაში იმიტომ, რომ ისინი დარწმუნდნენ იმაში, რომ დიახ, იდეის გარშემო, რასაც ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა ჰქვია, გაერთიანდა სრულიად საზოგადოება. ზუსტად იციან, რომ დასრულებულები არიან და 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიფორმებს კუთვნილ გამარჯვებას, გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა. ქუდზე კაცი უნდა ვიყოთ 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე. არ შეშინდეთ, არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან, ვიბრძოლებთ ბოლომდე, უკომპრომისოდ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაძლევთ პირობას, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ბრძოლა იქნება ბოლომდე და რაც მთავარია გამარჯვებამდე. გამაგრდით პოლიტიკურო ტყვეებო, ლევან, მურთაზ და თითოეულ სინდისის პატიმარს მივმართავ, არცერთი წამით არ დავიხევთ უკან, ვართ თქვენს გვერდით და ვართ ისეთი ძლიერები, როგორიც არასოდეს. დღესაც, ხვალაც, ზეგაც უნდა ვიყოთ ქუჩაში, უნდა ვიყოთ მთელი საქართველო ერთ მუშტად შეკრულები და 4 ოქტომბერს, კულმინაციურ დღეს, გავაფორმებთ იმ გამარჯვებას, რომელსაც იმსახურებს ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ნადირაძე – ლევან ხაბეიშვილი მაშინაც კი, როცა ხელისუფლება მილიონებს ფლანგავდა, საკუთარი ძალებით იბრძოდა პატარა გოგოს სიცოცხლის გადასარჩენად – დღეს კი ამავე გოგოს მამა მის წინააღმდეგ ცრუმოწმედ ჰყავთ გამოყვანილი