სოფო ჯაფარიძე – აუცილებლად უნდა დავაყენოთ ქვეყანა ევროპულ გზაზე და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მიხეილ სააკაშვილთან ერთად – გამარჯვება ისე ახლოსაა, როგორც არასდროს!

აუცილებლად უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყანა ევროპულ გზაზე და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმ ადამიანთან ერთად, რომელმაც საქართველოში პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა – ჩვენი ქვეყნის საამაყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად. გამარჯვება ისე ახლოსაა, როგორც არასდროს! – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ს, ქობულეთისა და ჩაქვის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას უნდა დაუბრუნდეს.
„26 ოქტომბერს გვიწევს ძალიან მარტივი არჩევანის გაკეთება: ვირჩევთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, თუ ჩვენი ქვეყნის მომავალს ისეთი ქვეყნების სიაში, როგორიცაა , ბელორუსი, ვენესუელა და ასე შემდეგ. ჩვენი ქვეყანა აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ განვითარების ისეთ ტემპში, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა მიხეილ სააკაშვილმა, თავის გუნდთან ერთად. აუცილებლად უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყანა ევროპულ გზაზე და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმ ადამიანთან ერთად, რომელმაც საქართველოში პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა – ჩვენი ქვეყნის საამაყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად. გამარჯვება ისე ახლოსაა, როგორც არასდროს: გვეიმედებით, თქვენ ხართ ჩვენი მთავარი ღერძი! წინ გვაქვს დიდი გამარჯვება და ბრძოლა იქნება ბოლომდე, იქამდე, სანამ ჩვენს ქვეყანას არ დავაყენებთ ევროპულ გზაზე!“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ