სოფო ხალვაში მომღერალ ავთო აბესლამიძის განცხადებაზე, რომ 31 დეკემბრის გალაკონცერტზე არ იმღერებს: შეთავაზება მის მიმართ არ გვქონია. საახალწლო გალაკონცერტის პროგრამა შედგენილია და ის მასში არ არის

სოფო ხალვაში მომღერალ ავთო აბესლამიძის განცხადებაზე, რომ 31 დეკემბრის გალაკონცერტზე არ იმღერებს: შეთავაზება მის მიმართ არ გვქონია. საახალწლო გალაკონცერტის პროგრამა შედგენილია და ის მასში არ არის
ს მერის მოადგილე სოფო ხალვაში, მომღერალ ავთო აბესლამიძის განცხადებას ეხმაურება.
Imedinews-თან საუბრისას სოფო ხალვაში აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია რას გულისხმობს აბესლამიძე, რადგან ბათუმის მერიას მისთვის გალაკონცერტში მონაწილეობა არ შეუთავაზებია.
„საახალწლო გალა პროგრამა შედგენილია და ავთო აბესლამიძე არ არის და არც ყოფილა მასში წარმოდგენილი. 31 დეკემბრის გალაკონცერტზე შეთავაზება მის მიმართ არ გვქონია“, – განაცხადა სოფო ხალვაშმა.
მომღერალმა ავტო აბესლამიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის პროტესტის ნიშნად ბათუმში, საახალწლო კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს.
ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არ ვთვლი, რომ ჩემი საახალწლო კონცერტში მონაწილეობის მიღება იქნება მართებული! ამიტომ, 31-ში, ბათუმში საახალწლო გალა კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე ვამბობ უარს“,- დაწერა ავთო აბესლამიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რეალობა ის არის, რომ ქართული „ფარა“ საფრთხეს უქმნის სხვადასხვა მანტიისა და საფარის ქვეშ მოქმედ უცხოურ აგენტურასა და მათ მთავარ წარმომადგენელ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც არანაირად არ სურთ, გაამჟღავნონ საკუთარი დაფინანსება

საქართველოს თვითმყოფადობასთან მებრძოლი ევროკრატიის განშტოება, ვენეციის კომისია ისეთ აბსურდშია, რომ FARA-ს კანონის უსაგნო კრიტიკაში მის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორს, აშშ-ს უწუნებს კანონის უზენაესობას