“სოფლის ნობათი” ეხმაურება სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც კომპანიის წარმოების რძის პროდუქტებში ფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული რაოდენობა აღმოჩნდა. ეს ნივთიერება ობის სოკოსგან წარმოიქმნება და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
კომპანიაში ამბობენ, რომ აღნიშნული პროდუქტები საფრთხის შემცველი არ არის. თუმცა, მაინც აპირებენ მათი გაყიდვიდან ამოღებას.
“გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოცემული პროდუქტი მომხმარებლისთვის საფრთხეს არ წარმოადგეს, თუმცა, სააგენტოს დადგენილებით, არსებობს ვარაუდი რომ იგი შესაძლოა ზოგიერთ ადგილობრივ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს. მოთხოვნების ტექნიკურ დეტალებში შეუთანხმებლობისა და გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად, ჩვენ აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ შესაბამის ორგანოებთან, რათა ყველაფერი უფრო ცხადი და გასაგები გახდეს. მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის, რძის აღნიშნული პარტია უახლოეს საათებში სრულად იქნება ამოღებული გაყიდვიდან”, – ვკითხულობთ “სოფლის ნობათის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, მათი თქმით, ნედლეული, რომლითაც ეს პროდუქტები დაამზადეს აზერბაიჯანიდანაა იმპორტირებული. “სოფლის ნობათში” ამბობენ, რომ წყვეტენ თანამშრომლობას აღნიშნულ აზერბაიჯანელ პარტნიორთან.
