,,სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
დღეს სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეხვედრები ორთაბათუმის, შარაბიძეების, სარფისა და მაჭახელას ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობასთან გამართეს.
სოფლის კრებებზე, ერთობლივი კონსულტაციებით, მოსახლეობა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებს ირჩევენ.
დღევანდელ შეხვედრებზე, სოფლის მოსახლეობა ძირითადად გარე განათების, გზისა და წყლის პრობლემების მოგვარებას ითხოვდა.
შეხვედრები მიმდინარე წლის 6 აპრილს დაიწყო და 8 აპრილს დასრულდება. პროგრამის ბიუჯეტი 968 000 ლარია.
