სოფლის მხარდაჭერის პროგრამა შესაძლებლობას გვაძლევს უშუალოდ მოქალაქეებმა დაასახელონ საჭიროებები და აირჩიონ პრიორიტეტები – დავით ვერავა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები დაიწყო. დღეს შეხვედრებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩხორიაში, ზედაეწერსა და ჭკადუაშში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად დაესწრო.
2025 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.
„ეს პროგრამა შესაძლებლობას გვაძლევს უშუალოდ მოქალაქეებმა დაასახელონ საჭიროებები და აირჩიონ პრიორიტეტები. თითოეულმა სოფელმა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო. ეს ფორმატი ასევე კარგი საშუალებაა კომუნიკაციისთვის და ადგილზე არსებული საკითხების გადასაჭრელად“ განაცხადა დავით ვერავამ.
თითოეულმა სოფელმა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო. ადგილობრივი მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით თავად წყვეტენ, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.
საკონსულტაციო შეხვედრები რეგიონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით ხორციელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

მამუკა მდინარაძე – 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

მამუკა მდინარაძე – 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს