სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბერლინში, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2024“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე ქალაქ ბერლინში, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2024“ (Gruene Woche 2024) გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
თენგიზ ნასარიძემ, გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ლევან იზორიასთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, ქართულ სტენდზე წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მსგავსი გამოფენები ხელს უწყობს ქართული კომპანიების ცნობადობის ზრდას და ხარისხიანი აგროპროდუქციის რეალიზაციას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, წელს, საქართველოს სტენდზე 15 კომპანიის პროდუქცია – თაფლი, ალკოჰოლიანი სასმელები (ღვინო, ჭაჭა, კონიაკი), ნატურალური წვენები, ჩირი, ჩაი, ჩურჩხელა, ტყემალი, საწებელი, ხილის ჩიფსები, ქართული სუნელები არის წარმოდგენილი. წარმოდგენილი პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
მონაწილე კომპანიებიდან 8 კომპანია სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია. გამოფენაში მონაწილეობას იღებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც, რომელიც დამთვალიერებლებს საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს და მიმართულებებს აცნობს. თენგიზ ნასარიძემ საქართველოს სტენდთან, სომხეთის ეკონომიკის მინისტრს ვაჰან კერობიანს უმასპინძლა და წარმოდგენილი პროდუქცია გააცნო.
თენგიზ ნასარიძემ შეხვედრები გამართა ს რესპუბლიკის რეგიონული ურთიერთობების და სოფლის მეურნეობის მინისტრ მადის კალასთან და ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრ არმანდს კრაუზესთან. წელს გამოფენაში „მწვანე კვირეული 2024“ (Gruene Woche 2024) სხვადასხვა ქვეყნის 1400-ზე მეტი კომპანია იღებს მონაწილეობას, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა კი ყოველწლიურად 400000-ზე მეტს აღწევს.

ასევე დაგაინტერესებთ

სანაქებოა ჩვენი სპეცსამსახურებისა და სამართალდამცველების შესანიშნავი მუშაობა, იქოლება “შავბნელი ხვრელები” – ხან “ჰექსოგენი” ტერორისტებიანად, ხან დიდძალი ნარკოტიკები, ახლა სუს-ის მიერ ურანის უკანონო შეძენა – გადაზიდვის აღკვეთა

ვერ “მოვინელეთ” ჯერ ჰექსოგენის შემოტანა ქვეყნის ტერიტორიაზე, დღეს ვიგებთ საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატის მხრიდან, დიდი ოდენობით ურანის უკანონო დაუფლება/გატანის გამოვლენა/აღკვეთის წარმატებული ოპერაციის შესახებ