,,სოფლებისთვის 5 მილიონი ლარი, ისევე როგორც სხვა დაპირებები, არის პირნათლად შესრულებული“ –

კითხვას, როცა ივანიშვილის წარმომადგენლები პირდებოდნენ ყველა სოფელს 5 მილიონს, მაშინ იყო თუ არა დანაშაულის ნიშნები, ირაკლი ასე პასუხობს:
„რაც შეეხება 5 მილიონს, თქვენ რომ იანგარიშოთ ამ წლების განმავლობაში მთლიანად სასოფლო დასახლებებს რამდენი მოხმარდა, 5 მილიონზე ბევრად მეტია. ჩვენ რომ შევხედოთ რეგიონული განვითარების ნაწილში არაურბანულ სასოფლო დასახლებებს რამდენი მოხმარდა, არის ბევრად უფრო მეტი, საშუალო მაჩვენებელი რომ აიღოთ, ვიდრე 5 მილიონი ლარი და ეს დაპირებაც, ისევე როგორც სხვა დაპირებები, არის პირნათლად შესრულებული.
რაც შეეხება ს დაპირებას, ეს არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი, გამომდინარე იქიდან, რომ მას თან ახლავს კონკრეტიკა. ის პირობას აძლევდა ყველას, ნებისმიერს, ვინც გადადგამდა ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს და დაუპირისპირდებოდა სახელმწიფო სისტემას. იმდენად კონკრეტულია ამ შემთხვევაში დაპირება, რომ ვფიქრობ, სამართლებრივად ყველაფერი ძალიან ცხადია, თუმცა საბოლოოდ ჭეშმარიტებას ამ საქმეზე დაადგენს სასამართლო“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა