მხატვარი მამუკა ჯაფარიძეზე უნდა გიამბოთ, რომელმაც წლების წინ თბილისთან განშორება გადაწყვიტა და დედაქალაქის შორიახლოს, სოფლად გადასახლდა. პასტორალური სიმშვიდე და ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრება მის შემოქმედებაზეც აისახა და ცხოვრების ხარისხზეც. მაგრამ თბილისი, რომელსაც მხატვარი გაექცა, იმდენად გაიზარდა, რომ ახლა ქალაქი დაეწია მას.