სოფიო ჯაფარიძე – ჩვენი ერთიანობა არის თქვენთან ერთიანობა – მთელი საქართველო ერთ მუშტად შეკრულები, ზუსტად 100 დღეში ვიზეიმებთ გამარჯვებას

ჩვენი ერთიანობა არის თქვენთან ერთიანობა და აი, ასე, მთელი საქართველო ერთ მუშტად შეკრულები, ზუსტად 100 დღეში ვიზეიმებთ საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებას,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს პირადმა წარმომადგენელმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთიანობით დავამარცხებთ იმ სიბნელეს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია.
„დარჩა ზუსტად ასი დღე. ას დღეში აუცილებლად ერთიანობით გავიმარჯვებთ, ერთიანობით დავამარცხებთ იმ სიბნელეს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია. შემოვივლით მთელ საქართველოს, მოვალთ ყველასთან, შეგხვდებით ყველას. ჩვენი ერთიანობა არის თქვენთან ერთიანობა და აი ასე, მთელი საქართველო ერთ მუშტად შეკრულები, ზუსტად 100 დღეში ვიზეიმებთ საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებას“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.