სოფიო ხორგუანი – მე ვერ დავარწმუნე ბევრი, რომ რეჟიმთან ბრძოლა თაც შესაძლებელია, რომ ძალა ხალხშია, მაგრამ თქვენ რა გიხარიათ?! – ჩვენ შრომას და ბრძოლას გავაგრძელებთ

ყველაფერი ან არაფერი – მხოლოდ აბსოლუტური ძალაუფლება! – ასე ესმით ქოცების ბოსებსაც და ნაცების ბოსებსაც ქვეყნისა და ხალხის “სამსახური” – ეს აჩვენა ბოლო დღეებმა კიდევ ერთხელ, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სოფიო ხორგუანი აცხადებს.
სოფიო ხორგუანის თქმით, „ოცნების“ ლიდერები „სკამებს ებღაუჭებიან“, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ „სკამებისთვის“ იბრძვის.
„კარგი, მე ვერ დავარწმუნე ბევრი, რომ რეჟიმთან ბრძოლა თაც შესაძლებელია, ვერ დავარწმუნე, რომ ძალა ხალხშია. მაგრამ თქვენ რა გიხარიათ?!
ყველაფერი ან არაფერი – მხოლოდ აბსოლუტური ძალაუფლება! – ასე ესმით „ქოცების“ ბოსებსაც და „ნაცების“ ბოსებსაც ქვეყნისა და ხალხის “სამსახური” – ეს აჩვენა ბოლო დღეებმა კიდევ ერთხელ. ერთნი ჩაბღაუჭებულები სკამებს და მეორენი სკამებისთვის მებრძოლნი – ყველას გაგვწირავენ, ნება რომ მივცეთ! სკამები კი მხოლოდ ფულისთვის უნდათ! ეს იმ ჟრიამულზე ეტყობათ, რაც ახლა ატეხილი აქვთ, სიტყვებიც კი ერთი – აი, ხომ ვერაფერი გამოგივიდათ არჩევნებზე?!
ჩვენ შრომას და ბრძოლას გავაგრძელებთ ისე, როგორც გვჯერა! სიმართლე ყოველთვის იპოვის გზას!
ხალდეს აჯანყების მერე ჩემი დიდი ბაბუა რომ გააციმბირეს, ბრძოლას ყოველთვის აქვსო აზრი, ასე დაგვიბარა”, – წერს სოფიო ხორგუანი სოციალურ ქსელში.