სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…

“ჩატარდა ძალიან საქმიანი შეხვედრა, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე, გავშალეთ ციფრები, მიზეზშედეგობრივი კავშირები… ყველა, აბსოლუტურად გამჭვირვალედ არის მზად, რომ ნებისმიერი ციფრი გაიაროს უკვე ინდივიდუალურ რეჟიმშიც, ჯგუფურ რეჟიმშიც, ესეთი შეხვედრები გაგრძელდება… შემდეგ გაირკვევა ზუსტად, საიდან მოდის ეს ყველაფერი… დღესაც გაჟღერდა, რომ აუცილებლად უნდა წახალისდეს ადგილობრივი წარმოება და სახელმწიფოც თავისი მხრიდან მზად არის, რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს. რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით… ჩვენ როცა ვედარებით ევროპას, ისინი იქ 10 და 15 წლით წინ არიან ჩვენზე, წარმოებაც ადგილობრივი აქვთ და ა.შ. ეს არის ბუნებრივი პროცესი, კონკურენცია ძალიან მაღალია, სექტორი კარგად ვითარდება, კარგი რეგიონალური ექსპანსია აქვს, შესაბამისად ყველაფერს სჭირდება დრო… ეს გამოვლინდება შეხვედრების შედეგად [ფასების ზრდა არის თუ არა ხელოვნური] როგორი იყო ეს ციფრი, რეალისტური თუ არარეალისტური” – თქვა „რითეილ ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სოფიო ქაშაკაშვილმა კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ
მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ე.წ. ფასების კომისიის სხდომაზე კობახიძემ დღეს ქსელური სუპერმარკეტების წარმომადგენლები დაიბარა