სოფელ ხაბუმეში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გამთენიისას გაჩნდა. დაღუპულები არიან 60 წლამდე ქალი და მისი ხანდაზმული დედა.
„ნეტგაზეთს“ -ში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…