სოფელ ჩარდახთან 1.65 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში

აგვისტოდან, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩარდახთან მზის ელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში.
როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანიის, Helios Energy Georgia-ს დამფუძნებელმა, თორნიკე დარჯანიამ bm.ge-ს განუცხადა, სადგურის დადგმული სიმძლავრე 1.65 მეგავატია.
„ამ მომენტისთვის, ეს ჩვენს პროექტებში მიწაზე დადგმული ყველაზე დიდი მზის სადგურია. წლიური გამომუშავება 2.4 მლნ კვტ/სთ იქნება“, – აღნიშნა თორნიკე დარჯანიამ.
ამასთან, სექტემბერში ხონის მუნიციპალიტეტში 500 კვტ. სიმძლავრის სადგური გაეშვა ექსპლუატაციაში, რომელიც Helios Energy Georgia-მა კომპანია “გრინ ენერჯი 2024-ის” დაკვეთით განახორციელა.
ცნობისთვის, Helios Energy Georgia, რომელიც მზის ენერგეტიკის მიმართულებით საქმიანობს, 2017 წელს დაფუძნდა.

ასევე დაგაინტერესებთ