სოფელ შინდისში ახალი დასახლებული ზონის მშენებლობა იგეგმება

თბილისში, სოფელ შინდისში ახალი დასახლებული ზონის მშენებლობა იგეგმება. როგორც კომპანია „კანიო ვილიჯის“ მიერ მომზადებულ სკოპინგ ანგარიშში ვკითხულობთ, საპროექტო ტერიტორია მოიცავს 376 215 კვ.მ-ს, რომელიც ორ ზონად – ინდივიდუალური სახლებისთვის, და სპორტულ/გამაჯანსაღებელ/კომერციული ინფრასტრუქტურისთვის დაიყოფა. პროექტის განხილვა 30 იანვარს გაიმართება.
„საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ. თბილისში, სოფელ შინდისის მიმდებარედ, შპს „კანიონ ვილიჯი”-ს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, მიწის საერთო ფართი 376 215 კვ.მ-ია. საპროექტო ტერიტორიას გარშემო ესაზღვრება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, სადაც არსებული მდგომარეობით აუთვისებელი ტერიტორიებია. საპროექტო ტერიტორიის რელიეფის საშუალო დახრილობაა 10-15%, რელიეფის ცვლილება ხდება (დადაბლება) სამხრეთიდან ჩრდილოეთით. ნიშნულებს შორის სხვაობა შეადგენს 80-100 მეტრს. ტერიტორიაზე გვხვდება სეზონური ხევები.
ვრცლად ბიზნესპრესნიუსზე