სოფელ შამადელაში სტიქიით დაზიანებული საფეხმავლო ხიდის ნაცვლად საავტომობილო ხიდი მოეწყო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად, შამადელაში ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მდინარე სკაიაზე შამადელა-აბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის და ამავე მდინარეზე არსებული ხიდ-ბოგირის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, აქამდე სოფელი შამადელა მოსაზღვრე სოფელ აბასთუმანს საცალფეხო ხიდით უკავშირდებოდა და საავტომობილო მოძრაობა მხოლოდ შემოვლითი გზით იყო შესაძლებელი.
„აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან ხორციელდება და მისი ღირებულება 313 576 ლარია. სწორედ სტიქიური მოვლენების დროს, წყალმოვარდნის შედეგად დაზიანდა სოფელში მანამდე არსებული ხიდები.
ჯამში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის ფონდიდან 3 მილიონ 170 ათასი ლარია გამოყოფილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – რეჟიმს მორალური რესურსი ამოწურული აქვს და ახლა ნაძარცვი ქონების გადანაწილება-შენარჩუნებაზეა გადასული, ამ გადანაწილების პროცესში კი რამდენიმე კლანი ერთმანეთს დაერია

ლელა ჯეჯელავა – მგონი, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი დარჩა წინააღმდეგობის პლატფორმაზე და როგორ უნდა აღადგინოს წინააღმდეგობა? ქარტიამდე მისვლაა საჭირო და როგორ მივდივართ? – ან დადებს კონკრეტულ გეგმას, ან სტრატეგიული გაუგებრობა საპროტესტო განწყობას აზიანებს