სოფელ ქანდაში დაწყებული სამეურნეო ბიზნესი – საქართველოს ბანკის მხარდაჭერა აგრობიზნესს

გემრიელი და ჯანსაღი სამეურნეო პროდუქცია ბევრ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს – გრძელი გზის გავლაა საჭირო იმისთვის, რომ ნაყოფმა შეინარჩუნოს ნატურალური არომატი, გამოირჩეოდეს გემოვნური თვისებებით და სავსე იყოს ყველა საჭირო ვიტამინით. ამ ყველაფრის საწყისი კი ნოყიერი მიწაა – „ქანდა აგრიქალჩერმა“ ეს მიწა სოფელ ქანდაში აღმოაჩინა და სწორედ იქ გადაწყვიტა საკუთარი ბაღების გაშენება.
სოფელი ქანდა მცხეთის მუნიციპალიტეტში, მუხრანის ვაკეზე მდებარეობს. ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით, „ქანდა აგრიქალჩერმა“ მალევე შეძლო წარმატების მიღწევა – ეკოლოგიურად სუფთა, საერთაშორისო სტანდარტებით დაცული ხეხილის მოყვანა და მთელი საქართველოს მასშტაბით რეალიზება. ,,ქანდას” საქმიანობა 2021 წელს ნუშის ბაღების გაშენებით დაიწყო, ამჟამად, კი 110 ჰექტარ მიწაზე, ნუშის გარდა, ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ბალი, გარგარი და კიდევ არაერთი სახეობის ხილი ხარობს. ბაღის სამუშაოებით ძირითადად 15 ადამიანია დაკავებული, სეზონურად კი ეს რიცხვი 50-მდე აღწევს.
გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მაღალი ხარისხი, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული სამუშაო გარემო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანა – ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომელსაც კომპანია ,,ქანდა” დაარსების დღიდან მისდევს.
თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით აქტუალურია საკვების, მისი უვნებლობისა და ხარისხის საკითხი. საბედნიეროდ, ბოლო წლებში გამოჩნდა ბევრი ახალი ფერმა და მცირე მეწარმე, რომლებიც მაღალი ხარისხის პროდუქტს გვთავაზობენ. ც მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს ისეთ წამოწყებებს, რომლებიც სამომავლოდ დიდ წვლილს შეიტანენ ქართული სოფლებისა და აგროკულტურის განვითარებაში. ქართველ მომხმარებლებს კი ექნებათ შესაძლებლობა, რომ ადგილობრივი, ჯანსაღი პროდუქცია შეიძინონ.
მსგავს პროექტებს დიდი როლი აქვს როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური კუთხითაც – იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, სადაც ძირითადად ადგილობრივები არიან დასაქმებულები. გარდა ამისა, ვითარდება ტურიზმიც, რაც განსაკუთრებით ეხმარება საქართველოსა და ქართული პროდუქტის ცნობადობის გაზრდას მსოფლიო ბაზარზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ქანდას ბაღებისა და პლანტაციების ტერიტორიაზე, სამომავლოდ სასტუმროს აშენებაც იგეგმება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სოფელ ქანდას, რომ ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი სასოფლო-სამეურნეო და ტურისტული ცენტრი გახდეს.
როგორც საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, გიორგი სახვაძე ამბობს:
„საქართველოს ბანკისა და „ქანდა აგრიქალჩერის” თანამშრომლობის ფარგლებში, ერთ-ერთ მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი. გვჯერა, რომ პროექტი დიდ როლს ითამაშებს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდაში, ამასთან შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს აგრომიმართულების განვითარებას. ჩვენ მუდმივად მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მსგავს წამოწყებებს, რათა შევძლოთ კიდევ უფრო მეტი ბიზნესის გაძლიერება”.
ამ ეტაპზე ,,ქანდას” მოსავალი ლოკალურ ბაზარზე გადის გასაყიდად, თუმცა სამომავლოდ ქვეყნის ფარგლების გარეთაც იგეგმება გატანა. ამ პროცესს განსაკუთრებით ეხმარება ბოლოდროინდელი ტენდენცია – დროთა განმავლობაში ქართული პროდუქციის დახვეწა, ხარისხის გაუმჯობესება და შესაბამისად, საზღვარგარეთ მისი პოპულარობის გაზრდაც.
იმისთვის, რომ ,,ქანდას” პროდუქცია მაქსიმალურად იყოს დაცული მავნე ნივთიერებებისგან, კომპანია იყენებს უმაღლესი ხარისხის ევროპული წარმოების პრეპარატებს, რომლებიც ნაკლებად საზიანოა გარემოსთვის. ამასთანავე, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია თანამედროვე ტექნიკისა და მიდგომების გამოყენება, რაც შესაბამისობაში მოდის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან.
როგორც კომპანია „ქანდა აგრიქალჩერის” წარმომადგენელი, თამარ ბერულავა განმარტავს – ,,მაქსიმალურად ვცდილობთ დაკვირვების საფუძველზე ზუსტად იმ დროს მივცეთ მცენარეს საკვები და სამკურნალო ნივთიერება, როდესაც ის ესაჭიროება. თავის მხრივ ამით ვამცირებთ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ხარჯსაც. “
საქართველოს ბანკისთვის, რომლისთვისაც ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო აგროსექტორის მხარდაჭერა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, ეს კონკრეტული პროექტი არც პირველია და არც უკანასკნელი. სწორედ საქართველოს ბანკთან პარტნიორობით შეძლო ,,ქანდამ” რეალურად განეხორციელებინა თავისი მასშტაბური იდეა, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო იხვეწება და ფართოვდება.

ასევე დაგაინტერესებთ