სოფელ უდეში მეწყერი გააქტიურდა – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, ე.წ. „პირდაპირების“ დასახლებაში მეწყრული პროცესი გააქტიურდა. მიწაში გაჩენილი მზარდი ნაპრალების გამო, სახლების ნაწილი დაინგრა, ნაწილი კი დაიბზარა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
სოფელში მეწყრული პროცესების განვითარება პროგნოზირებულია “გარემოს ეროვნული სააგენტოს” საინფორმაციო ბიულეტენში, რომელიც 2023 წელში მოსალოდნელ მეწყრულ პროცესებზე წერია.
“პერიოდული აქტიურობით გამოირჩევა სოფელში განვითარებული 2 მეწყრული უბანი. პირველ უბანზე, რომლის ფართობი 15,2 ჰექტარია, გასულ წლებში დააზიანა 120-მდე საცხოვრებელი სახლი, სრულად დაინგრა 9, მათ შორის საავადმყოფოს შენობა. ამჟამად საფრთხის ქვეშაა ხიმინჯებზე დამონტაჟებული გაზსადენის მილი”, – აღნიშნულია დოკუმენტში სოფელ უდეზე.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტში არის 16 მეწყრული უბანი, ქვათაცვენის 9 უბანი, ჩამონაშალის 1, გვერდითი ეროზიის 1, ინფრასტრუქტურის 22 ობიექტი და 17 საცხოვრებელი სახლი.
იხილეთ ვრცლად: sknews.ge