სოფელ ტოლებში იუსტიციის სახლის ფილიალი გაიხსნა

სოფელ ტოლებში იუსტიციის სახლის ფილიალი გაიხსნა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, იმერეთის რეგიონში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში, იუსტიციის სახლის 126-ე ფილიალი გახსნა.
დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, თანამედროვე სტანდარტის შენობაში, კომფორტულ გარემოში მიიღოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-მდე სერვისი.
ტოლების იუსტიციის სახლი აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და თანამედროვე ინვენტარით; შენობა მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე.
იმერეთის რეგიონში ამჟამად 27 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს; ასევე, იმერეთის რეგიონს ემსახურება 3 მობილური იუსტიციის სახლი, რომელიც 15 სოფელს ფარავს.
ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლების სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რაც სამინისტროს მთავარ მიზანს − სერვისების მუდმივ განვითარებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.
ტოლების იუსტიციის სახლის გახსნას ესწრებოდნენ სამტრედიის მერი დავით ბახტაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ლევან ზალკალიანი და სხვა მოწვეული სტუმრები.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორ ესახება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კავკასიის რეგიონში მშვიდობა და კეთილდღეობა საქართველოს დემონსტრაციული იგნორირებით, როდესაც საყოველთაოდ აღიარებულია ჩვენი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა