სოფელ რუისთან ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა | 1 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა – ახალი დეტალები

რამდენიმე საათია, ქარელის მუნიციპალიტეტში ცენტრალურ მაგისტრალზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.
სოფელ რუისთან მძიმე ავარია რამდენიმე საათის წინ მოხდა – ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახნენ. მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. მას მგზავრები თბილისიდან ხაშურში გადაჰყავდა. დაშავდა 4 მგზავრი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქარელისა და ხაშურის კლინიკებში სხვადასხვა დაზიანებებით გადაიყვანეს.
როგორც “მთავარი არხისთვისაა” ცნობილი, სამი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მეოთხე დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა. ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ.