სოფელ მეტეხთან, მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხთან, მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
მამაკაცი მტკვრის დინებამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან 13 ივლისს გაიტაცა. მას შემდეგ, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, მისი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.