სოფელ კარდენახში “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრებს თავს დაესხნენ

კახეთში, სოფელ კარდენახში, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრებს წინასაარჩევნო შეხვედრისას თავს დაესხნენ. დაშავებულია პარტიის რეგიონული ლიდერი, ლევან მეტრეველი.

როგორც მეტრეველი ამბობს, მას ორი პირი დაესხა თავს და ერთ-ერთი მათგანის ამოცნობა შეუძლია.

“მე ვიყავი ბოლო გამომსვლელი, დავამთავრეთ ეს შეხვედრა, ატყდა ჩოჩქოლი, მივედით ამბის გასარკვევად და თავს დამესხა ორი კუნთმაგარი ტიტუშკა. […]

ახლა გავარკვევ, რა დაზიანებები მაქვს. როგორც ექიმმა, შემიძლია გითხრათ, რომ ტვინის შერყევის სურათი ნამდვილად არის, ჰემატომა ნამდვილად არის და ახლა ვნახავ თუ არის მოტეხილობა სახის ძვლების. […]

მე თავს დამესხა ორი ადამიანი. ერთს ვერ ვხედავდი, ჩემგან მარჯვნივ იყო, მაგრამ ძირითადი აქტორი ვინც იყო, იმის ამოცნობა შემიძლია, ეს ვიდეოკადრები არსებობს”. – უთხრა მან ჟურნალისტებს კლინიკაში შესვლამდე.

თავდასხმასთან დაკავშირებით ტაბულა კომენტარის მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგანაც ცდილობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის